|
2017-01-05 13:29:35, 2334 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 15 კი, მძიმედ დაშავდა
ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. როგორც დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq-ი წერს, ალ-აბეიდის რაიონში ტერორისტებმა მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. მათი სამიზნე შიიტი მუსლიმების ჯგუფი იყო. ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბაღდადში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, მათი უმრავლესობა "ისლამური სახელმწიფოს" მიერაა ორგანიზებული. ტერაქტებს სულ 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა, რომლებსაც 2014 წლიდან აკონტროლებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)