|
2017-01-04 14:55:37, 2946 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ISIS-ის 20 წევრი დააკავა
თურქმა სამართალდამცველებმა, „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავეს, რომლებიც სტამბოლში 31 დეკემბერს ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, თურქეთის პოლიციამ რეიდები ქალაქ იზმირში განახორციელა და ეჭვმიტანილები 4 სხვადასხვა მისამართზე დააკავა. დაკავებულთაგან 11 ეჭვმიტანილი ქალია. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას „შაჰიდის ქამარი“ და სხვა საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, კლუბზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა დეტალური ინფორმაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვრცელდება. შეგახსენებთ, 31 დეკემბერს, სტამბოლში, ერთ-ერთ ღამის კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)