|
2017-01-04 14:10:58, 2757 ნახვა
მსოფლიო
BBC - ბოლო 1 კვირის განმავლობაში, მოსული 13 ათასმა ადამიანმა დატოვა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ერაყის ქალაქი მოსული 13 ათასმა ადამიანმა დატოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ყოველდღიურად ქალაქს 2300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ტოვებდა. ეს თითქმის ერთნახევარჯერ მეტია ვიდრე აქამდე ხდებოდა. ამასთან, გაეროს ინფორმაციით, ადრე ქალაქს 24 საათის განმავლობაში 1 500-მდე ადამიანი ტოვებდა. გაერო აღნიშნულ ქმედებებს, ერაყის სამხედრო ძალების მიერ ტერიტორიების დაბრუნებას უკავშირებს. გაერო-ს ცნობით, ერაყის რამდენიმე რაიონი "ისლამური სახელმწიფოსგან" უკვე გათავისუფლებულია და იქ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ. მოსახლეობის საერთო რაოდენობა, რომელმაც ქალაქი გათავისუფლების ოპერაციის შემდეგ დატოვა, 130 ათასს აღწევს. შეგახსენებთ, რომ ერაყის სამხედრო ჯარებმა ტერიტორიების ატავისუფლების მიზნით სპეცოპერაცია, 17 ოქტომბერს დაიწყეს. ცნობისთვის, სპეცოპერაციაში მონაწიელობას ერაყის სამთავრობო ძალები, ქურთების შეირაღებული ფორმირება "ფეშმერგა" და აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიცია იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)