|
2017-01-03 10:40:47, 968 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
აჭარის მოსახლეობისთვის ახალი წლის მილოცვის შემდეგ 31 დეკემბერს რეგიონის პირველი პირი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად სახანძრო-სამაშველო სამსახურში იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ იმ უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და სადღესასწაულო დღეებშიც მორიგეობენ, ახალი წელი პირადად მიულოცა, მათ მშვიდობიანი ღამე და წარმატებული წელი უსურვა. ,,ამ ახალი წლის ღამეს მოვიარეთ ბევრი ლოკაცია. ახლა ვიმყოფებით იქ, სადაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანები. განსაკუთრებით მინდა მივულოცო საგანგებო სამსახურებს, რომლებიც დღე და ღამ დგანან ჩვენი მოსახლეობის სადარაჯოზე. მათ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა აკისრიათ და ისინი პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მინდა ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიკეთე. დიდხანს მდგარიყვნენ თავიანთი ქვეყნის და ხალხის სამსახურში"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მილოცვისას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)