|
2015-03-26 18:05:20, 2069 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წამომადგენლები თავდაცვის სამინისტროში მიიღეს
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტისა და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები მიიღეს. უწყების ინფორამციით, მხარეებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილი განიხილეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები მთავრობის, დიპლომატიური მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)