03:49 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:49:14, 948 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადავიდა.

გიორგი პატარიძე პროფესიით სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტია. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა; იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე, მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც; ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.

იუსტიციის სამინისტროში გიორგი პატარიძე კურატორობას გაუწევს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  სსიპ-ების − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, „სმართ ლოჯიქის“ − საქმიანობას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics