|
2015-03-26 14:23:37, 2040 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატთან თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში, ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორის მოადგილის, პოლკოვნიკ ბარი გრინის ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორატის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილსა და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეხვდნენ. ბრიტანელი სტუმრები ნატოს სამეკავშირეო ოფისსაც ეწვივნენ. დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა მოაწერა. მემორანდუმით განისაზღვრა სამხედრო ინსპექტორატსა და საქართველოს გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. თანამშრომლობა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას, სპეციფიკური ღონისძიებების განსახორციელებლად, მენტორობასა და მხარდაჭერას, პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტაციების გაცვლასა და სამხედრო ინსპექტორებისათვის ბრიტანეთის სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში მონაწილეობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)