|
2015-03-26 14:08:37, 493 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისია ბენეფიციარების მდგომარეობას გაეცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია ადგილზე გაეცნენ იმ ბენეფიციარების მდგომარეობას, რომლებსაც მომვლელის თაობაზე განცხადება მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჰქონდათ შეტანილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, კომისია სოფელ რუხსა და რიყეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობას გაეცნო და განმცხადებლებს პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კრიტერიუმები გააცნო. კომისიის თავმჯდომარის გიზო სართანიას განმარტებით, მომვლელის პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდუდლი შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობას. ზემოთაღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. პროგრამის განხორციელება მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლიდან დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)