|
2016-12-24 19:22:49, 998 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმა შემუშავდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აგრარული სექტორისთვის კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო გეგმის შემუშავებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომლობით, პროექტის „სოფლის მეურნეობის განვითარება, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა” ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადება, რადგან მის გარეშე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება წარმოუდგენელია. „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებაა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის ეფექტიან და მდგრად განვითარებას. ამ კუთხით კი, მნიშვნელოვანია ეროვნული საადაპტაციო გეგმის არსებობა. ვფიქრობ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, შევძლებთ ქმედითი და ეფექტიანი გეგმის შემუშავებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საადაპტაციო გეგმის მთავარი მიმართულებები და კლიმატის ცვლილებებისადმი ქვეყნის აგრარული სექტორის ადაპტაციისთვის ეროვნულ საადაპტაციო გეგმაში გათვალისწინებული არაერთი მიმართულება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებებზე დაყრდნობით, ყველა სამთავრობო უწყებისა და პარტნიორისთვის სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ შეხვედრას პროექტში ჩართული ექსპერტები, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)