|
2016-12-23 18:54:05, 2207 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია გუდაურში ახალი საბაგიროსგახსნის ღონისძიებას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გუდაურში ახალი, 2400 მეტრიანი საბაგირო გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ. საბაგიროს მშენებლობა“Black sea Group”-მა განახორციელა, კურორტზე კი დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის,„Doppelmayr”-ის საბაგირო. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია. ეს არის 2400 მეტრიანი, 6 კაციანი, ღია სავარძლის ტიპის საბაგირო და ორისაჩოჩიალო, როგორც ამას გეგმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა. საბაგიროს გახსნის ღონისძიებების ფარგლებში „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ სპეციალური ჯილდოები გადასაცა 17 პიროვნებას, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს გუდაურის კურორტის შექმნაში. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, 2016 წელს გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარებისა და საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ შეიმუშავაგუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. დოკუმენტი მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს,როგორებიცაა საბაგიროების, სათხილამურო ტრასების, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის, ავტოსადგომების, გასართობი, კვების ობიექტების,სანიაღვრე სისტემების დაგეგმარება და მოწყობა, ასევე, მოთხილამურეთა ნაკადების საჭირო აღჭურვილობის ეფექტიანი რაოდენობის განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვან საკითხები. კურორტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია 2016 წელს დაწყებული დიდიინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ჩართულობით გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, კურორტის ისტორიაში პირველად,სასმელი წყლისსაკმარისი დებეტი შეიქმნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის,“ სამთო გამყოლთა ასოციაციაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში პირველად დაარსდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელიც საერთაშორისო დონის მთაში გამყოლ გიდებს მოამზადებს. (NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)