18:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 16:47:51, 1000 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ექიმები დააჯილდოვა

საქართველოს მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ექიმები დააჯილდოვა.

მედიკოსებთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა. დავით სერგეენკო რეგიონებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა და სოფლის ექიმებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მინისტრმა მედიცინის 100-ზე მეტ მუშაკს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობის სიგელები და მედლები  გადასცა. ჯილდო რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტსაც გადაეცა.

ცნობისთვის, საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics