18:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 14:22:50, 1761 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: ბალასტად მივიჩნევ ადამიანებს, რომლებიც ჩირქს სცხებენ პოლიციელის მუნდირს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, ის ბალასტად თვლის ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ და პოლიციელის მუნდირს ჩირქს სცხებენ. 

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა უწყებაში 40 ათასი თანამშრომელია და სულაც არ არის გამორიცხული, მათ შორის იყვნენ ასეთი ადამიანებიც.

„მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს შსს-ში და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი თანამშრომლები იყვნენ. მე ბალასტში. ბალასტში  ვგულისხმობდი მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადამიანებს.  აქვე განვმარტავ, რომ თანამდებობებს შეინარჩუნებს ყველა ღირსეული პოლიციელი, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს ყველას, ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოებას. ისინი არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც სისტემაში“, -აღნიშნა მღებრიშვილმა.

მისივე განმარტებით, არაფერია გასაკვირი, თუ სისტემა ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლდება.

„შეურაცხმყოფელი ჩემთვის არის ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, იყოს სისტემაში“, - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics