18:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:50:40, 1017 ნახვა

საზოგადოება
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საეკლესიო სასამართლოს აღდგენას ითხოვს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ აუცილებელია საეკლესიო სასამართლო აღდგეს.

პეტრე ცაავას განცხადებით, ყველა პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ეკლესიაში არსებობს, საეკლესიო სასამართლოს საშუალებით ადვილად მოგვარდება.

მიტროპოლიტის ვარაუდით, დღეს ყურადღება უნდა გადავიდეს მთავარ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში არსებულ განუსაზღვრელ ძალაუფლებას ეხება.

განუსაზღვრელ ძალაუფლებაში კი პეტრე ცაავამ, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაასახელა.

“მე რასაც თვალყურს ვადევნებ, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა ყურადღება გადატანილი. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა, მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით“, - განაცხადა მეუფე პეტრემ და დასძინა, რომ ყველა პრობლემის სათავე შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლებაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics