|
2016-12-20 17:38:44, 2473 ნახვა
მსოფლიო
თურქული სამთავრობო მედია საშუალებები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზატორი ფეთჰულა გიულენია
თურქული სამთავრობო მედია საშუალებები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზატორი მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალებები იტყობინებიან, პეთჰულა გიულენი რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების დესტაბილიზაციას ცდილობს. თურქული გამოცემა Sabah-ი წერს, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობა, არის გიულენის ორგანიზაციის მიერ შექმნილი ხაფანგი. "მას შემდეგ რაც რუსულ-თურქული ურთიერთობები სტაბილიზაციის გზაზე დადგა, მოქმედებაში ბინძური ხრიკები შევიდა", - წერს გამოცემა. კიდევ ერთი სახელისუფლებო სააგენტო Star-ი იტყობინება, რომ, "გიულენის მიერ გასროლილმა ტყვიამ' რუსულ-თურქული ურთიერთობები დააზიანა. ამასთან, მემარჯვენე-ცენტრისტული გამოცემა Hurriyet Daily რუსეთის ელჩის მკვლელობასა და ფეთჰულა გიულენს შორის კავშირს ვერ ხედავს. როგორც გამოცემა წერს, თავდამსხმელს პოლიციელის საბუთი ჰქონდა. გამოცემის ჟურნალისტები ინტერესდებიან, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ფეთჰულა გიულენის მოკავშირე სამართალდამცველი, მასობრივი დაკავებების შემდეგ სამსახურში დარჩა. გარდა ამისა, Hurriyet Daily აღნიშნავს, რომ თავდამსხმელის დაკავება, ალყაში მოქცევა,ან დაჭრა უფრო შედეგიანი იქნებოდა, რადგან სამართალდამცველები მის დაკითხვას შეძლებდნენ.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)