|
2015-03-25 16:11:22, 520 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე პროექტ ”უსაფრთხო ქალაქი”-ს ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შსს-ს ადმინისტრაციის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, საჯარო დისკუსია გაიმართა დანაშაულის პრევენციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ქვეითთა უსაფრთხოების, საპატრულო პოლიციის საქმიანობის და მის მიმართ ნდობის, ასევე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები უსაფრთხო ქალაქის მთავარი ინდიკატორების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს. თბილისის ღია უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება. პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს უწყობს მოსახლეობაში პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)