|
2016-12-16 15:20:55, 2659 ნახვა
მსოფლიო
აღმოსავლეთ ალეპოდან ხალხის ევაკუაცია დროებით შეწყვეტილია
აღმოსავლეთ ალეპოდან ხალხის ევაკუაცია დროებით შეწყვეტილია, - ამის შესახებ BBC იუწყება. დამასკოს მტკიცებით, ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებს არ ასრულებენ. ამასთან, სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ იმ ადგილას, საიდანაც ხალხით სავსე ავტობუსები გადიან, აფეთქებების ხმა ისმის. ამბოხებულებისა და სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, მანამდე ევაკუაციის პროცესის დასაჩქარებლად, ადგილობრივ მცხოვრებლებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების უფლება მისცეს. გაერო-ს მონაცემების თანახმად, აღმოსავლეთ ალეპოში კიდევ 50 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. სამოქალაქო პირების გადაყვანა ქალაქის დასავლეთ ნაწილში იგეგმება, ამბოხებულებისა და მათი ოჯახების წევრების - იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის პირველი დღის განმავლობაში, ალეპოდან ცხრა ავტოკოლონით 6462 ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 3000 მებრძოლი და 40-მდე დაჭრილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)