|
2016-12-16 14:56:58, 2816 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი მიიჩნევს, რომ სირიაში მიმდინარე ომი სამართლიანი და წმინდაა
რუსეთის პატრიარქი კირილე მიიჩნევს, რომ სირიაში მიმდინარე ომი სამართლიანი და წმინდაა, - ამის შესახებ პატრიარქმა ინტერვიუში განუცხადა. "ამაზე ბევრი არ საუბრობს, მაგრამ პატრიარქმა ეს უნდა თქვას. ჩვენ გამოგვიცხადეს გამოუცხადებელი ომი. იქნებ ახლა სირიის მაგალითზე ჩვენ გავიგებთ, რა უნდათ ჩვენ მოწინააღმდეგეებს. მათ უნდათ რუსეთის განადგურება. და თუ ეს ომია, ჩვენ ყველანი მობილიზებულები უნდა ვიყოთ. ის რაც დღეს ხდება ჩვენს მეზობელ სირიაში, სწორედ ეს არის სახელმწიფოს დაცვა. გარკვეულ ქმედებები შესაძლოა გამართლებული იყო. ტერორიზმთან ბრძოლას წმინდა ომს ვეძახი", - განაცხადა პატრიარქმა. მედიის ცნობით, ერთ-ერთ შეხვედრაზე პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სირიაში განხორციელებული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა. "პატრიარქმა უნდა თქვას სიმართლე, მიუხედავად პოლიტიკური აქცენტებისა. მადლობას გიხდით ბატონო პრეზიდენტო",- მიმართა რუსეთის პატრიარქმა ვლადიმერ პუტინს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)