|
2016-12-15 12:32:55, 2214 ნახვა
სამართალი
რუსუდან კერვალიშვილი რჩეულიშვილების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პრემიერს და პროკურატურას მიმართავს
„ცენტრ პოინტის” მეწილე რუსუდან კერვალიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს და „ადამიანების გადასარჩენად გზების მოძიებისკენ” მოუწოდებს. „საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს! საქართველოს პროკურატურას !საქართველოს სახალხო დამცველს! უკვე რვა წელი გავიდა რაც ჩვენი ოჯახი მრავალ ოჯახთან ერთად საოცარ ტანჯვას განიცდის იმ განსაცდელის შედეგად რომელიც 2008 წელს თავს დაატყდა საქართველოს. ჩვენი ოჯახი ფაქტიურად განადგურდა. ეს განსაცდელი შეეხო მთელს სამშენებლო სექტორს, რის გამოც ტრაგიკულად დასრულდა მრავალი მენაშენის ცხოვრება. სახელმწიფომ აღიარა პრობლემა და თითქოს დასახა გადაჭრის გზები მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე უშედეგო გზა აირჩია: სამაგალითოდ, შვილთან ერთად განტევების ვაცად შესწირა მაია რჩეულიშვილი. ცხადია მაიას ციხეში გამომწყვდევით არანაირი რაციონალური შედეგი არ შეიძლება დადგეს და მით უფრო გუკასი. კომპანიის ქონების ასივე პროცენტი დაყადაღებულია 2013 წლიდან! ჩატარდა 107 სასამართლო პროცესი! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას? გამამართლებელი განაჩენი ვისაც აქვს საქართველოში თუნდაც 13 , ისინიც კი არ არიან თავისუფალნი! მე გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ხალხის ქონება ნაგურდება, იძარცვება, უპერსპექტივო ხდება. წარმოიდგინეთ გაკოტრების შემდეგ ტრამპი რომ დაეჭირათ რა უგუნურება და უჭკუობა იქნებოდა ! მაშ რა ვქნათ? მე ვფიქრობ ვაღიაროთ ყველაფერი რაც უნდა პროკურატურას და მოვძებნოთ გზები ადამიანების გადარჩენისა თუ ეს კიდევ შესაძლებელია, სანამ გვიან არ არის!“, - წერს რუსუდან კერვალიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)