14:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 15:58:50, 2423 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე: პრეზიდენტი დღეს რამდენიმე დანაშაულის გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მოაწერს ხელს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი დღეს გარკვეული დანაშაულების გამკაცრების კანონპროექტს მოაწერს ხელს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონპროექტი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად უკვე შევიდა.

„მაგალითად ცემა, რომელიც ჩადენილი იქნება ორსული ცოლის მიმართ, მკაცრდება. მკაცრდება პასუხისმგებლობა წამებაზე, იზრდება სანქცია წამებასთან დაკავშირებით. უფრო მკაცრად დაისჯება წამება, რომელიც ჩადენილია სამედიცინო მანიპულაციებით. ზოგადად, ჩვენ წამებასთან და ძალადობასთან ბრძოლის საქმეში ეს პოზიტიურ ცვლილებად მიგვაჩნია და პრეზიდენტი ამ პროექტს ხელს დღესვე მოაწერს“,- განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics