12:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 15:00:41, 2191 ნახვა

სამართალი
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

 ე.წ. ფოტორეპორტიორების  საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დაცვის მხარე კი დევნოზაშვილისთვის  10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის  რაულ გამისონიას თქმით,  გამოძიების არც ერთ ეტაპზე დევნოზაშვილი არ დამალულა და გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია. ამიტომ, იგი ფიქრობს, რომ  გირაოს თაობაზე შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

შეგახსენებთ, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავეს, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილა  დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამასთან, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics