|
2016-12-07 17:16:48, 1154 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებში ქართულ-ამერიკული ორთვიანი სწავლება დასრულდა
სპეციალური ოპერაციების ძალებში ქართულ-ამერიკული ორთვიანი სწავლება დასრულდა. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს ორი თვის განმავლობაში საველე და თეორიული კურსი ჩაუტარეს. ქართველ კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულების შემდეგ სერთიფიკატები გადაეცათ, სანაცვლოდ კი ამერიკელი ინსტრუქტორები სიმბოლური საჩუქრებით, ქართული ხანჯლებით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიმართეს. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩს კარაბინის ტიპის შაშხანა უსახსოვრა. წვრთნების წარმატებით დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ მიულოცეს. „სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება მომავალ წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. დღეს დავასრულეთ მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება მომავალ წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. გუშინ ხელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი მიმართულება, სწორედ, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაა. ასე რომ, მომავალშიც იგეგმება მსგავსი წვრთნების უფრო ინტენსიური ფორმით ჩატარება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზროიამ. აშშ-ის ელჩმა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისგან ნდობას იმსახურებს და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ერთობლივი სწავლებები ქვეყნებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს, რაც რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. „ეს ღონისძიება მორიგი მაგალითია, თუ როგორ ღრმავდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა, რომლებიც ერთად უმკლავდებიან გამოწვევებს და ავითარებენ თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი, მსგავსი სახის კიდევ უფრო მეტ ღონისძიებაში მონაწილეობას“, - განაცხადა იან კელიმ. გენერალური შტაბის უფროსმა კი, სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაზე, რაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სწავლებების ეფექტურად ჩატარებისთვის და სამხედროებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა. „სწავლებები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარება. ამ მიმართულებით დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალი კადრების შემოდინების თვალსაზრისით“,-აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)