07:46 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 12:41:10, 1240 ნახვა

საზოგადოება
ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ.

ტრენინგების დახურვის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ადეკვატური და ეფექტიანი დახმარების მიზნით, ტრენერებმა სპეციალური სწავლება გაიარეს. გადამზადება 15 ტრენინგისგან შედგებოდა. სასწავლო კურსში 247 სოციალური მუშაკი საქართველოს ყველა რეგიონიდან იყო ჩართული.

დახურვის ცერემონიაზე სოციალურ მუშაკებს სიტყვით USAID–ის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამუნა ბარკალაიამ მიმართეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სოციალურ მუშაკებს სერთიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას ყურადღება ოჯახში ძალადობის ფენომენზე, ოჯახში ძალადობის ფორმებსა და შედეგებზე,  მსხვერპლისა და მოძალადის თავისებურებებზე, სოციალური მუშაკის როლსა და ჩარევების სპეციფიკაზე, მსხვერპლის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებასა და ოჯახში ძალადობის რეაგირებაზე გამახვილდა. ტრენერებმა სოციალურ მუშაკებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს და ეფექტიანი რეაგირებისთვის ქართული რეალობის კონტექსტში განიხილეს. ტრენინგები ოჯახში ძალადობის ასპექტებზე სოციალური მუშაკების ცნობიერების გაზრდას ემსახურება.

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა USAID–ის დაფინანსებით განახორციელა. ტრენინგები 19 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics