|
2016-12-01 13:59:11, 706 ნახვა
საზოგადოება
“საქართველოს ბანკი” და “საქართველოს ფოსტა” ერთობლივ პრეოქტს განახორციელებენ
„საქართველოს ბანკმა“ და „საქართველოს ფოსტამ“ ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე განაცხადეს. პროექტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იწყება, ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას- „იდუმალი სანტა“ (Secret Santa). პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გახდეს „იდუმალი სანტა“ - გააგზავნოს და მიიღოს საჩუქარი. „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთ საფოსტო ოპერატორთან, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, ერთობლივად გავუხალისოთ მომხმარებელს ახალი წელი და სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ“, - განაცხადეს საქართველოს ბანკში. „ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოსტა მონაწილეობს საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს გახდეს მასშტაბური საახალწლო თავგადასავლის მონაწილე. საქართველოს ფოსტა მხარდაჭერას გაუწევს პროექტში ჩართულ ყველა „იდუმალ სანტას“, რათა უზრუნველყოს მათი საჩუქრის ადრესატამდე მიტანა“, - განაცხადეს საქართველოს ფოსტაში.
(R)
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)