11:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 14:50:56, 2771 ნახვა

მსოფლიო
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული ენერგობლოკის თავზე გიგანტური თაღი აღმართეს (ვიდეო)

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული მეოთხე ენერგობლოკის თავზე გიგანტური თაღი აღმართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DW ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, მასშტაბური პროექტი უკრაინის ხელისუფლებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი მუშაობით გახორციელდა. პროექტი 1,63 მილიარდი ევრო დაჯდა. ამასთან, მის შექმნასა და დაპროექტებას თითქმის 10 წელი დასჭრიდა.

სარკოფაგის მშენებლობისთვის მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გამოყო თანხა.

ფოლადისა და ბეტონის თაღი ქალაქს რადიაციის გავრცელებისგან 100 წლის განმავლობაში დაიცავს. 36 ათას ტონიანი ბეტონის სარკოფაგის სიმაღლე 108 მეტრია, სიგანე კი - 150.

თაღის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. მისი დიდი ზომის გამო, თაღი ორ ნაწილად აშენდა, შემდეგ კი შეერთდა. კონსტრუქციის დასრულება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება.

2005 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩერნობილში მომხდარი ავარიის შედეგად 4 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, განსხვავებულ ინფორმაციას ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორთა კავშირი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაავადებებისგან 60 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, ავარიას მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ კატასტროფად მიიჩნევა. ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრის რადიუსის ფარგლებში საევაკუაციო ზონა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარია 1980 წლის 26 აპრილს მოხდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სადგურის მეოთხე რეაქტორი, ჰაერში მოხვდა სხვადასხვა რადიოაქტიური ნივთიერება მათ შორის, ურანის, პლუტონიუმის, იოდის, ცეზიუმის, სტრონციუმის იზოტოპები.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics