22:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 11:28:17, 706 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანის ქუჩაზე ორი სპორტული მოედანი შენდება

საბურთალოს რაიონის გამგეობა ჩიქოვანის ქუჩაზე ორ ახალ, თანამედროვე სპორტულ მოედანს აშენებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.  ბექა მიქაუტაძემ ლევან გოგიჩაიშვილს სტიქიის ზონაში განხორციელებული სამუშაოებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ყველა დანაპირები, რაც გამგეობამ ამ უბნის მაცხოვრებლებს მისცა, აღნიშნული სტადიონების მშენებლობით შესრულებულია.

„აღსანიშნავია, რომ სტადიონის მოწყობამდე გამგეობამ ჩიქოვანის N30-სა და 34 კორპუსებს შორის ორი საყრდენი კედელი ააშენა, რომელიც მოედნის კონსტრუქციის უსაფრთხოებისათვის იყო აუცილებელი. ამჟამად, უკვე დამონტაჟებულია მეტალის ბოძები და მიმდინარეობს მავთულბადის დამაგრება. საფეხბურთო მოედანს 7 მეტრის, ხოლო საკალათბურთოს - 4 მეტრის სიმაღლის მესერი გაუკეთდება. სტადიონებზე დაიგება თანამედროვე ხელოვნური ბალახის საფარი“, - აცხადებენ მერიაში.

ობიექტზე კომპანია „დოკასპორტი“ მუშაობს. პროექტის ღირებულება 98 000 ლარია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics