22:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 18:25:25, 734 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესის წარმოების შესახებ მსჯავრდებულებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარადა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბიზნესის წარმოების თემაზე ლექცია-სემინარი ჩატარდა, რომელსაც პროფესორი ირაკლი ჯავახიშვილი უძღვებოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროფესორმა მსჯავრდებულებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების, ბიზნესის დაგეგმარების, ბიზნესტრატეგიის შედგენისა და დაფინანსების გზების მოძიებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჯავახიშვილს მსჯავრდებულებმა ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვებიც დაუსვეს.

ირაკლი ჯავახიშვილის თქმით, მსგავსი სახის ლექცია-სემინარები მსჯავრებულებს ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და ცოდნის მიღებაში შეუწყობს ხელს.

„შეხვედრაზე იმ რისკებზეც ვისაუბრეთ, რაც ბიზნესის დაწყებას ახლავს. ასევე, ვიმსჯელეთ ბიზნესის წამოწყების შესაძლებობებზე. აღნიშნული ინფორმაცია მსჯავრდებულებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციაში, ასევე, დასაქმებასა და შემოსავლის წყაროს მოძიებაში დაეხმარება“, - განაცხადა ირაკლი ჯავახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთათვის საინტერესო, სასარგებლო საკითხებსა და მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც განაგრძობს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics