|
2015-03-23 13:16:25, 578 ნახვა
საზოგადოება
აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინს იწყებს
აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამის -„ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“ ფარგლებში ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინს იწყებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ორსულები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. უფასო სკრინინგ პროგრამა ითვალისწინებს ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ კვლევას (თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა). პროგრამის ფარგელბში უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებს 2000 ორსული. პროგრამის შემსრულებელი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი იურიდიული პირი სს. საზღვაო ჰოსპიტალია. „ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის. აჭარა წარმოადგენს აღნიშნული პათოლოგიებით ავადობის ენდემურ ზონას. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ორსულებში დაავადებათა ადრეული გამოვლენა, რაც უპირველესად ხელს შეუწყობს ორსულებში გართულებების თავიდან აცილებასა და ჯანსაღი ინტელექტუალი მომავალი თაობის ფორმირებას“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)