|
2015-03-23 10:31:44, 2213 ნახვა
სამხედრო
ქართული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფი მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას უკვე სრული მასშტაბით დაიწყებს. ასეულის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია დედაქალაქ ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბში გაიმართა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და "RS"-ის შტაბბინის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შესრულდა საქართველოს, აშშ-სა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჰიმნები. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა კაპიტანმა გიორგი ჯალაღონიამ მისია ოფიციალურად ორეგონის შტატის ეროვნული გვარდიის 1/82 კავალერიული პოლკის პირველი ესკადრონის მეთაურისგან გადაიბარა. ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" (RS-HQ) მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)