|
2016-11-26 18:09:58, 2061 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია: არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს
„არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესწავლა დასრულებულია. „რაც შეეხება შემოვლითი რკინიგზის საკითხს, ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ეს პროექტი. ვიცით, რომ საქართველოს რკინიგზას სპეციალურად ამ თემის შესწავლისთვის ჰყავდა დაქირავებული ორგანიზაცია, რომელმაც, როგორც ვიცით, დაასრულა მუშაობა და მოხდა პროექტის მოდერნიზირება, რათა ის უფრო რეალურად შეესაბამებოდეს საქართველოს რკინიგზის და ქართული ტრანზიტის მოთხოვნილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს ასეთი ოფციაც, რომ ეს პროექტი განახლდეს. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული", – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)