|
2015-01-11 20:49:57, 4014 ნახვა
მსოფლიო
პარიზში 1 500 000 ადამიანი მარშში მონაწილეობის მისაღებად გამოვიდა - ვიდეო
მსოფლიო მედიის მონაცემებით, პარიზში მსვიდობისა და ხსოვნის მარშში მონაწილეობის მისაღებად მილიონნახევარი ადამიანი გამოვიდა. პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, შეკრებილმა ადამიანებმა 15:00 საათზე მსვლელობა დაიწყეს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ერთობის მარშში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები. საქართველოდან მარშში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)