|
2016-11-24 16:20:25, 1386 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახი კალაძე: ელექტროენერგიას ყველა უშუქო სოფელში მივიყვანთ
ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როგორც კალაძემ საკომიტეტო მოსმენისას აღნიშნა, ამ განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი, ენერგეტიკაა. „საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების მიწოდების, ათვისების წყაროებისა და და დივერსიფიკაციის წყაროების გზით. მომდევნო წლებში გაგრძელდება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტების პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მიმდინარეობს აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სრული რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია ასევე გაზსაცავის პროექტი და ამ პროექტის განხორციელებას 2017 წელს დავიწყებთ.გაგრძელდება ელექტრიფიკაციის პროცესი, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება უშუქო სოფლებზე. თუ რაიმე სოფელი არის გამორჩენილი, სადმე დაგვრჩა, ყველგან მივიყვანთ ელექტროენერგიას და საქართველოში ყველას ექნება ელექტროენერგიით სარგებლობის საშუალება“,-აღნიშნა კახი კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)