|
2016-11-24 13:58:53, 1274 ნახვა
კომენტარი
სუბარი: სტიგმა, რომელიც დევნილობასთან დაკავშირებით არსებობს, ნელნელა უნდა მოიხსნას
„რაღაცნაირი სტიგმა, რომელიც დევნილობასთან დაკავშირებით არსებობს ნელნელა უნდა მოიხსნას და საბოლოო მიზანი ბუნებრივია არის სანამ დაბრუნება მოხდება, დევნილობა დარჩეს მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი როგორც უფლება საკუთარ სახლში დაბრუნების და სხვა მხრივ ყველანაირად იყონ ინტეგრირებულნი“,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა პარლამენში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დევნილების 65% თავს ინტეგრირებულად თვლის. „შემიძლია გითხართ, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 65% თავს თვლის სრულად ინტეგრირებულად და ამბობს, რომ არსად წასვლა არ უნდა იმ ადგილიდან სადაც ის ცხოვრობს და არსად წასვლაში არ იგულისმხმება დაბრუნება. დევნილების თითქმის 94% დევნილების ამბობს, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლში, როცა ღირსეული დაბრუნების შანსი იქნება“,-განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ სამინისტრო სამი ძირითადი მიმართულებით ახდენს ფოკუსირებას. „სამი ძირითადი მიმართულება არის, რომელზეც ხდება მთავარი ფოკუსი. ეს არის: დევნილი ოჯახების გამოყვანა იმ შენობებიდან, რომლებიც მათ აქვთ დაკავებული და რომლებიც არის ნგრევადი, სადაც ცხოვრება არის სიცოცხლისთვის საშიში, 60-ზე მეტი ასეთი ნგრევადი ობიექტი დაიხურა და დაახლოებით 1000-მდე ადამიანი იქნა გამოყვანილი ასეთი ობიექტებიდან. მეორე ეს არის იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელიც სამინისტროს აქვს დაკისრებული დევნილთა ბინის დაკმაყოფილებაზე ან ადმინისტრაციული დაპირებები სადაც არის გაცემული და მესამე არის გარკვეული ქულების სისტემით, გარკვეული კრიტერიუმებით დევნილების დაკმაყოფილება ამაში განმსაზღვრელი როლი უკავია დევნილის საცხოვრებელ პირობებს და მის სოციალურ მდგომარეობას“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)