|
2016-11-23 15:46:58, 2401 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთის სამხედრო ძალებმა ქაშმირში დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს - გარდაცვლილია 11 ადამიანი
ქაშმირში დასახლებულ პუნქტებსა და სამგზავრო ავტობუსებს ინდოეთის მხარემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის ხელისუფლება ავრცელებს. როგორც პაკისტანის მხარე აცხადებს, მათ ინდოეთის არმიის პოზიციებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს. თავის მხრივ ინდოეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პირველმა პაკისტანმა დაარღვია. ცნობისთვის, ვითარება ქაშმირში 4 თვის წინ გამწვავდა. 8 ივლისს ინდოელმა სამხედროებმა ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებების ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, რასაც მასობრივი არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი გარდაიცვალა. ჯამუ და ქაშმირი ინდოეთის ერთადერთი შტატია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია. ის არის სადავო ქაშმირის რეგიონის ნაწილი, რომლის გამოც კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის 1947 წლიდან გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)