|
2016-11-22 16:29:43, 1469 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ამერიკელი სენატორების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის თარიღი დაზუსტებული არ არის
ამერიკელი სენატორების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის თარიღი დაზუსტებული არ არის, - ამის შესახებ აშშ-ში ელჩობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. „ჯერჯერობით თარიღები დაზუსტებული არ არის. ნომებრის თვის ბოლოს დაზუსტდება სენატორების, მაკკეინის და გრემის ვიზიტი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ გვქონდა უკვე კომუნიკაცია მათ სამსახურებთან და ჩვენ შევთავაზებთ ძალიან დატვირთულ დღის წესრიგს, თუმცა, ამ პერიოდში ჩემი ჩასვლის შემდეგ, უკვე დაიწყება შეხვედრები კონგრესში წარმომადგენლებთან და სენატორებთან, რათა გავააქტიუროთ ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურება”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკელი სენატორების დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის და "რესპუბლიკელი" ლინდი გრემის ხელმძღვანელობით საქართველოს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)