|
2016-11-22 16:17:54, 1405 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: მთავრობის განახლებული შემადგენლობა ძალიან საინტერესოდ არის შერჩეული
„მთავრობის განახლებული შემადგენლობა ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი, ჩვენ გიორგი კვირიკაშვილს ვენდობით“,-ასე შეაფასა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ახალი გუნდი ორიენტირებული იქნება იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს არის ქვეყნის წინაშე. "დარწმუნებული ვარ, როდესაც პარლამენტში განხილვები დაიწყება, ყველა ის ახალი წევრი, ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შესაძლოა, დაისვას ამ ფართო განხილვების ფორმატში, მზად არიან უპასუხონ ამ კითხვებს, უპასუხონ ამ გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი გუნდი ორიენტირებული იქნება იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც არის დღეს ქვეყნის წინაშე. ისინი მზად იქნებიან უფრო ეფექტურები და ორიენტირებულები გამოწვევების დასაძლევად. ასე რომ ამ გუნდის მიმართ მაქვს დადებითი პოზიცია", -აღნიშნა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)