18:14 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 17:17:47, 541 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო გააჩერა

„ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა საქართველო და ციხეებში პოლიტიკური ოპონენტები ჩაყარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა თავისუფლების მოედნაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ძალიან მალე, თავის მარიონეტებთან ერთად დატოვებს მთავრობას.

„ბიძინა ივანიშვილმა ცინიკურად გვითხრა, რა დააშავა ამ მთავრობამ? რატომ უნდა წავიდეს?“. თქვენ არ გაგიჭირდებათ მათი დანაშაულების ჩამოთვლა. ყველაზე მთავარია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა საქართველო, ციხეებში ჩაყარა პოლიტიკური ოპონენტები, ლარი გააუფასურა, დააბრუნდა კორუფცია და არქივიდან ამოქექა სიტყვა სეკვესტრი. მათ პოლიციელებს შეურყიეს იმიჯი. ყველაზე მთავარია ის, რომ ეს ხელისუფლება ატყუებს ხალხს. ეს ხელისუფლება არ არის ღირსი, რომ თქვენი იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილი სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics