|
2015-03-21 15:14:24, 745 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან - ვიდეო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყება, რაც ვარდების მოედნიდან და თავისუფლების მოედნიდან, რეგიონებიდან ჩამოსული კოლონები მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრი ადამიანი მივა. „დარწმუნებული ვართ, რომ იაუმრავი ადამიანი მოვა დღეს. ის ხალხი ვინც სრულიად სამართლიანად გამოხატავს პროტესტს მთავრობის გამო. რეგიონებიდან ჩამოდიან ადამიანები. კოლონები არიან გზაში, მიუხედავად ხელის შეშლისა და გარკვეული წინააღმდეგობისა. ამავე დროს აქ იქნება ძალიან ბევრი თბილისელის ჩვენი თანამოქალაქე ერთადერთი მიზნით, რომ შეჩერდეს ამ ქვეყნის უკუსვლა, ნგრევა და შეიცვალოს ეს ხელისუფლება“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)