|
2016-11-18 14:18:27, 1319 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ფიქრია ჩიხრაძე: არაწარმომადგენლობითი პარლამენტის მიუხედავად, ეს ქართველი ხალხის არჩევანია
„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის ხელშია საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიუხედავად იმისა პარლამენტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი როგორი სურვილი და მოლოდინი შეიძლება ჰქონდა საზოგადოებას, მაინც ბუნებრივია ეს არის ხალხის არჩევანი“,-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა. ჩიხრაძემ დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობა უსურვა. „მოლოდინები ყოველთვის არის უფრო უკეთესის, ვიდრე მანამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის ხელში არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიუხედავად იმისა პარლამენტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი როგორი სურვილი და მოლოდინი შეიძლება ჰქონდა საზოგადოებას მაინც ბუნებრივია ეს არის ხალხის არჩევანი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ საიმისოდ, რომ ახალი პარლამენტის მოღვაწეობის პერიოდმა ჩაიაროს ნაყოფიერად, რომ ინსტიტუციები გაძლიერდეს. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ეს აქცენტები იყო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა ვთქვათ მოდელების შერჩევას ამა თუ იმ ქვეყნიდან, არამედ სწორედ ისეთი მოდელის შექმნას საქართველოსთვის და ისეთი მოდელის დამკვიდრებას, რომელიც ჩვენი ტიპის დემოკრატიის ქვეყანაში უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ბალანსისა და გაწონასწორების მეტი მექანიზმი არსებობდეს“,-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)