|
2016-11-18 12:39:14, 1224 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები არ უნდა გვყავდეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. პრეზიდენტმა სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიის არსებობის აუცილებლობაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მედიის დაცვის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს: „როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულობაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ თავისუფალი და პლურალისტური მედიის არსებობის აუცილებლობა. არავის, არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ არ უდნა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გვქონდეს გაუგებარი რეიტინგის მიზეზით დახურული თოქ-შოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე. არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი, რაც დღეს ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მივიჩნევ, უნდა გაძლიერდეს მედიის დაცვის მექანიზმები და შეიქმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)