|
2015-03-21 11:32:06, 674 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების წინაპირობაა. „ბატონო მესაზღვრეებო! გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და პირად ცხოვრებაში. სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების წინაპირობაა – დაცული სახელმწიფო საზღვარი ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ჩვენი საზღვრების ურყევობა კი დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენთაგანის პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე! მესაზღვრეებო, მადლობას გიხდით დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის!“, - მიმართა მესაზღვრეებს შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)