|
2016-11-17 11:17:25, 2461 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი გეგმავს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის ავტომატური უარი შემოიღოს
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის ავტომატური უარი შემოიღოს, - ამის შესახებ გამოცემა Haaretz-ი იუწყება. მედიის ცნობით, შესაბამისი პროცედურა დასამტკიცებლად ისრაელის იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინელებისა და ქართველებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ავტომატური უარის თქმით, შესაძლებელი იქნება “უფრო სერიოზული სიტუაციების განსახილველად რესურსის გამოთავისუფლება”. 2016 წლის იანვრიდან-ნომებრამდე პერიდოში ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 3069 და უკრაინის 5505 მოქალაქემ, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მეტია. ამავე დროს, 2013 წელს ამ ქვეყნებიდან თავშესაფარი მხოლოდ ხუთმა მოქალაქემ მოითხოვა. როგორც ისრაელის მედია იტყობინება, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნისას ძირითადად აცხადებენ, რომ ისინი სამშობლოში პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)