03:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 14:04:45, 1280 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციაზე: პროგრესის ნიშნები ჩანს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით,  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ახლა შეჩერების მექანიზმის თაობაზე, ევროკავშირშია პოზიციები შესაჯერებელი.

ბაქრაძის განმარტებით, ეს საქართველოს არ უკავშირდება, არამედ ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირში პოზიციები მალე შეჯერდება და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ბოლო კენჭისყრა გაიმართება:

„ როგორც უმაღლესმა კომისარმა მოგერინიმ განაცხადა, როგორც ეს აღნიშნა კომისარმა ჰანმა და ყველა მაღალჩინოსანმა,  ამ თვალსაზრისით საჭირო საკითხი  დასრულებული აქვს საქართველოს. დარჩენილია მხოლოდ ბოლო კენჭისყრა, რომელიც გაიმართება მაშინვე, როგორც კი შეჯერდება პოზიცია ევროკავშირის შიგნით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც საქართველოს არ უკავშირდება, უკავშირდება ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკას. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ, იმედი გამოვთქვათ... ჩანს პროგრესის ნიშნები და მალე მოხდება შეჯერება, რაც ნიშნავს დაუყოვნებლივ კენჭისყრას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე. ამ კუთხით ჩვენ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics