|
2016-11-16 11:34:02, 2220 ნახვა
მსოფლიო
ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ, კლინტონი ტრამპს ერთი მილიონი ხმით უსწრებს
აშშ-ში ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი ახლადარჩეულ პრეზიდენ დონალდ ტრამპს 1 მილიონი ხმით უსწრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, წინასწარი მონაცემებით, კლინტონს მხარი 61,963,234 ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო დონალდ ტრამპს 60,961,185 ხმა აქვს დაგროვილი. Associated Press-ის ცნობით, კალიფორნიაში, იუტაში და ვაშინგტონში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მედიის ინფორმაციით, მონტგომერის ოლქში და მერილანდში კლინტონმა 20 000-ზე ათასზე მეტი ხმა დააგროვა, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპმა დაახლოებით 3 ათასი. ტრამპის განცხადებით, თუ საარჩევნო სისტემა იქნებოდა მხოლოდ ხალხის ხმაზე ორიენტირებული, ის მაინც მოიგებდა არჩევნებს, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, ფლორიდაში და კალიფორნიაში. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 290 ხმა მიიღო, ხოლო ჰილარი კლინტონმა კი 232. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის საკმარისი იყო ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 270 ხმის მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)