|
2016-11-15 16:58:28, 2170 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესჰაბი - ტერაბანკის სათავო ოფისში
მცირე და საშუალო ბიზნესის თავშეყრის ადგილი ახლა უკვე ქეთევან წამებულის #3-ია - ტერაბანკის სათავო ოფისი, სადაც ბიზნესისთვის სპეციალური ჰაბია შექმნილი. რებრენდინგის შემდეგ ბანკში ბიზნესისთვის განსაკუთრებული გარემოა და ძირითადი პრიორიტეტი სწორედ მათთვის უმაღლესი საბანკო მომსახურების შეთავაზებაა. ტერაბანკის ბიზნესჰაბში - SME ბანკირები და SME ანალიტიკოსები ზრუნავენ ბიზნესმენებისთვის ოპტიმალური, მომგებიანი საბანკო გზების შეთავაზებაზე, ეხმარებიან მათ გადაწყვეტილების მიღებაში და აძლევენ რეკომენდაციას იმ მიმართულებით, რომელიც სარგებლიანი იქნება მათი ბიზნესისათვის. პრიორიტეტი ბიზნესი და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირები არიან, სწორედ ამიტომ ბიზნესჰაბში კლიენტთან განსხვავებული მიდგომა აქვთ - სისწრაფე, მოქნილობა და, რაც მთავარია, საკითხისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება. ეს არის უპირატესობები, რომელიც ტერაბანკის ბიზნესჰაბს სხვა ბანკების მომსახურებისგან გამოარჩევს. ამჟამად ბიზნესჰაბის კლიენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ ტერაბანკის სპეციალური შეთავაზებით და 1 წლის განმავლობაში მიიღონ ყველა საოპერაციო ტარიფი უფასოდ. ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ავლაბრის ოფისის მყუდრო და თბილი შეხვედრების ოთახებითავიანთი პირადი საქმიანობისთვისაც გამოიყენონ , დაჯავშნონ და აწარმოონ მოლაპარაკებები ფინანსური სახლის კომფორტულ გარემოში მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს. გარდა იმისა, რომ ბიზნესჰაბის სტუმრებისთვის მაღალი მომსახურების შეთავაზება და სასიამოვნო გარემოს შექმნა ტერაბანკის მთავარი მისიაა, ბანკის თანამშრომლები ზრუნავენ იმაზეც, რომ მოხდეს ბიზნესმენების საქმიანობის პოპულარიზაციაც. სწორედ ამიტომ აქტიურად მზადდება და ვრცელდებამათი ბიზნესის შესახებ საინფორმაციო მასალები,ხდება ვიდეოების გადაღება და ინტერვიუების ჩაწერა. ტერაბანკის ბიზნესმენების საქმიანობი არეალი ძალიან ფართოა, ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია, ამის შესახებ საზოგადოების ფართო მასებისთვის იყოს ცნობილი.
(R)
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)