15:53 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 20:31:43, 822 ნახვა

საზოგადოება
შსს: ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია და არც ერთი პირი დაკავებული არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია და არც ერთი პირი დაკავებული არ არის.

მათივე ცნობითი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია. დაკავებული არც ერთი პირი არ არის“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics