07:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 13:11:15, 1826 ნახვა

სამართალი
შსს-მ მარკეტის დაყაჩაღების ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ც. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს ცივი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტს თავს დაესხა და მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ც. ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში,

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics