|
2016-11-11 17:22:09, 863 ნახვა
სამხედრო
23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, ქვედანაყოფის ოცეულის მეთაურებისთვის „უმცროსი მეთაურების განვითარების კურსი“ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ჩატარდა. სწავლების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა სამანქანო კოლონის გადაადგილებაში, ქვეითად პატრულირებასა და ადგილობრივებთან გასაუბრებაში - შურა მიიღეს. სწავლებას 23-ე ბატალიონისა და ამერიკული საწვრთნელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 23-ე ბატალიონის ოცეულის მეთაურები ამოცანის შესასრულებლად აუცილებელ ტაქტიკურ უნარ-ჩვევებს გაეცნენ. მათ გაიარეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელიც დაეხმარებათ დასახლებულ პუნქტში სამხედრო ოპერაციების, ლიდერებთან შეხვედრებისა და გასაუბრების, დღის და ღამის პატრულირების, კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ქვედანაყოფის მართვის პროცედურების, საბრძოლო ბრძანების მიღების, გაცემისა და კონტაქტზე რეაგირებაში. ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)