12:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 13:58:59, 783 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, სპორტული ფესტივალი ჩატარდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 5 და 6 ნოემბერს სპორტული ფესტივალი გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ჭადრაკი, სროლა, კარტინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი. შეჯიბრი ჭადრაკში ჭადრაკის სასახლეში გაიმართა, ტურნირი სროლაში - Arena 1-ზე,  შეჯიბრი კარტინგში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში კი - გასართობ ცენტრ „ასტრა პარკში“.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებით, LUTECIA-ს ვაუჩერებითა და ფულადი პრიზებით - I ადგილზე გასულ 5 მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით, II ადგილზე გასულ 5 მონაწილეს - 70 ლარი, III ადგილზე გასულ მონაწილეებს კი - 50 ლარი.

ვაკის რაიონში შემავალი უბნების მიხედვით და სხვადასხვა კატეგორიაში ჯამური შედეგების თანახმად გამოვლინდნენ ასევე განარჯვებული გუნდები:  I ადგილი - ვაკის რაიონის გუნდი; II ადგილი - წყნეთის გუნდი; III ადგილი - ვაჟა-ფშაველას გუნდი; IV ადგილი - ნუცუბიძის მ/რ-ების გუნდი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics