|
2016-11-03 18:58:24, 1623 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით, საქართველოში იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) დელეგაცია იმყოფება, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს მთავრობის წევრებთან და კერძო სექტორთან საქმიან შეხვედრებს მართავენ. დღეს JETRO-ს წარმომადგენლებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების მინისტრი შეხვდა და მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად შეხვედრას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთვეან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, იაპონელი ბიზნესმენების მთავარი ინტერესი საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში დაწყება და განვითარებაა. „მათი ინტერესების სფეროა ვაჭრობა და ინვესტირება ინდუსტრიაში, მანქანათმშენებლობაში, კვებით მრეწველობაში. კარგია, რომ საქართველო მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს. დელეგაცია თბილისში ორი დღის განმავლობაში დარჩება და გამართავს შეხვედრებს ხელისუფლებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა. „საქართველოში მეორედ ვიმყოფები. დღეს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებსა და სამთავრობო დელეგაციას შევხვდით. საქართველო ძალიან მონდომებული და ეფექტური ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მას აქვს ბევრი შესაძლებლობა, რისი გამოყენების საშუალებაც იაპონური კომპანიებს ბიზნესის განვითარებისთვის მიეცათ“ - აღნიშნა დელეგაციის წევრმა იასიო კიმორა ჰაშიმ. JETRO - იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია, მთავრობასთან დაახლოებული უწყებაა, რომელიც აქტიურად მუშაობს იაპონიისს ავაჭრო ურთიერობების გაღრმავებაზე დანარჩენ მსოფლიოსთან. ორგანიზაციის ძირითადი მისია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის გლობალურ ბაზრებზე ხელშეწყობაა. JETRO-ს დელეგაციაში წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორიცაა კომპანიები: Itochu Oil Exploration, Yoshioka Kiko Co., Ltd, Mayekawa Middle East FZCO, Sumitomo Corporation, Hitachi Zosen Europe Limited, Hazama Ando Corporation, Fujikura Automotive Europe, United Genetics Turkey Tohum Fide A.S., Yoshioka Kiko Co., Ltd.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)