|
2016-11-03 13:36:18, 2122 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში გამთენიისას 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ცენტრალურ იტალიაში გამთენიისას 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ისევ ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. მედიის ცნობით, დამატებითი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის, გასულ კვირას ცენტრალურ იტალიაში 6,6 მაგნტუდის მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაინგრა ასობით ნაგებობა. რეგიონში 15 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამით ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა, რის შედეგადაც 293 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 1980 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)